“ენმ”-მ პარლამენტში საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი წარადგინა

პარლამენტის ფრაქცია ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ საკანონმდებლო ორგანოში 5 საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი წარადგინა, რომლებიც ეკონომიკური ხასიათისაა და ის პარტიის 2016 წლის საარჩევნო პროგრამიდან გამომდინარეობს:

“საკანონმდებლო ცვლილებების პირველი პაკეტი მცირე და საშუალო ბიზნესის დაბეგვრისრეჟიმის გამარტივებას და ბიზნესის დეკრიმინალიზაციას ეხება.
ამ საკანონმდებლო ინიციატივებით :

1. ფიზიკური პირისათვის მიკრობიზნესის სტატუსის მინიჭებისათვის დადგენილი წლიურიბრუნვის მოცულობის ზედა ზღვარი აიწევა 30 000 ლარიდან 90 000 ლარამდე, რაცსაშუალებას მისცემს დამატებით ათი ათასობით ადამიანს, ისარგებლოს ამ შეღავათიანისაგადასახადო სტატუსით;

90 000 ლარამდე ინდმეწარმის ბიზნესი მიკრობიზნესად ჩაითვლება და შესაბამისად, არდაიბეგრება.

2. ფიზიკური პირისათვის მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭებისათვის დადგენილი წლიურიბრუნვის მოცულობის ზედა ზღვარი აიწევა 100 000 ლარიდან 200 000 ლარამდე. შედეგად, მცირე ბიზნესით დაკავებული ათასობით ფიზიკური პირისთვის საგადასახადო-ადმინისტრირების ტვირთი შემცირდება. 200 000 ლარის ბრუნვამდე ბიზნესი მცირე ბიზნესადჩაითვლება და, შესაბამისად, შეღავათიანად დაიბეგრება.

3. 100 000 ლარიდან 200 000 ლარამდე გაიზრდება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებისწლიური ჯამური თანხის ზედა ზღვარი. ეს დღგ-სგან გაათავისუფლებს ათიათასობითიურიდიულ და ფიზიკურ პირს (მცირე ბიზნესს და ინდმეწარმეებს). ეს შეღავათიგავრცელდება იმ ადამიანებზეც, რომლებიც აქირავებენ კომერციულ და საბინაო ფართებს. დღგ-ს მხოლოდ 200 000 ლარზე მეტი წლიური ბრუნვის მქონე სუბიექტები გადაიხდიან.

4. საფოსტო გზავნილების მეშვეობით დაუბეგრავად საქონლის შემოტანის ზედა ზღვარი, 300 ლარის ნაცვლად, გახდება 1000 ლარი. ეს ასი ათასობით მოქალაქეს შესაძლებლობას მისცემსდაუბეგრავად შეიძინოს მისთვის სასურველი საქონელი საზღვარგარეთ, მათ შორისინტერნეტის მეშვეობით.

5. მოხდება 500 000 ლარამდე (დღეს არსებული 50 000 ლარის ნაცვლად ) გადასახადებისგანთავის არიდების დეკრიმინალიზაცია. ასეთ შემთხვევებში დავა მხოლოდადმინისტრაციული წესით წარიმართება.

ნაციონალური მოძრაობაის საპარლამენტო ფრაქციის შემდგომი, მეორე ეტაპის საკანონმდებლო ინიციატივები მიმართული იქნება საარჩევნო პროგრამის იმ დაპირებებისშესასრულებლად, რომელიც ითვალისწინებს გადასახადების შემცირებას, ზედმეტრეგულაციებზე უარის თქმას, ბიზნესისა და ინვესტიციების დაცულობას.” ნათქვამია “ენმ”- განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიდავით უსუფაშვილი – “რუსთავი 2”-ის სახანძრო უსაფრთხოების სამსახურს ვურჩევდი, ყურადღებით იყოს, რადგან ხალვაშის წართმეულ ქონებას თვითაალების მიდრეკილება აქვს
შემდეგი სტატიაირაკლი აბესაძე : ,,მნიშვნელოვანია, რომ ე.წ. მოსმენების კანონი შეიცვალოს და მოვიდეს კანონთან შესაბამისობაში’’