“ენმ”-მ ამბროლაურში, ონში, ლენტეხში, ცაგერსა და მესტიაში მაჟორიტარობის კანდიდატად ოთარ სირაძე წარადგინა

ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა, დავით ბაქრაძემ და საარჩევნო სიის წევრებმა ამბროლაურში, ონში, ლენტეხში, ცაგერსა და მესტიის გაერთიანებულ ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატად ოთარ სირაძე წარადგინეს.

პოლიტიკოსებმა მოსახლეობას ნაციონალური მოძრაობის ეკონომიკური გეგმა გააცნეს, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესისათვის შეღავათების დაწესებას გულისხმობს, საუბარი შეეხო პენსის 50 ლარით გაზრდის პერსპექტივასაც.

მაჟორიტარობის კანდიდატი ოთარ სირაძე ადგილობრივებს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, სავალი გზების მოწესრიგებას და ტურისტებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნას დაჰპირდა.

banner
წინა სტატიაშითიანეთისა და დუშეთის მუნიციპალიტეტების მოსახლეობა განახლებული გზით ისარგებლებს
შემდეგი სტატიალევან იზორიამ ახალი მოადგილეები დაასახელა