ლევან იზორიამ ახალი მოადგილეები დაასახელა

საქართველოს თავდაცვის ახალმა მინისტრმა, ლევან იზორიამ ახალი მოადგილეები დაასახელა.როგორც იზორიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მინისტრის პირველი მოადგილე იქნება ლელა ჩიქოვანი.იზორიას ინფორმაციით, ჩიქოვანს უსაფრთოხების სფეროში საქმიანობის 18-წლიანი გამოცდილება აქვს, არის ყოფილი სამხედრო ატაშე ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და პოლონეთში, სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი.როგორც იზორიამ აღნიშნა, სასაზღვრო პოლიციაში მუშაობის დროს ჩიქოვანის სახელს უკავშირდება არაერთი რეფორმა.ჩიქოვანი ხელმძღვანელობდა შსს-ს ადმინისტრაციას, ბოლო ერთი წელი იყოს სუს-ის ადმინისტრაციის უფროსიც.მინისტრის კიდევ ერთი მოადგილეა ნუკრი გელაშვილი, შსს-ს აკადემიის ყოფილი რექტორი.

„ნუკრი გელაშვილი ჩემი დოქტორანტი იყო. ერთად განვახორციელეთ საპატრულო პოლიციის რეფორმა და ორივე ვამაყობთ ამით“,-აღნიშნა ლევან იზორიამ.

banner
წინა სტატიაში“ენმ”-მ ამბროლაურში, ონში, ლენტეხში, ცაგერსა და მესტიაში მაჟორიტარობის კანდიდატად ოთარ სირაძე წარადგინა
შემდეგი სტატიადავით სერგეენკო : პირველივე დარღვევაზე ფარმაცევტს საქმიანობის უფლება 3 წლით შეუჩერდება