„ენმ”-ისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ კოალიციის წევრები აშშ-ში სენატორ ჰენდრიკს შეხვდნენ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ კოალიცია, კამპანიის ფარგლებში, სენატორ ჰენდრიკს შეხვდნენ.

როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ამბობს სენატორი აქტიურად არის ჩართული უკრაინის საკითხებში. საუბარი ასევე შეეხო მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ პატიმრობას:

„ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა სენატორ ჰენდრიკთან, რომელიც ძალიან აქტიურად არის ჩართული უკრაინის თემაზე. ვისაუბრეთ იმაზე, რომ მნიშვნელოვანია სენატში უფრო მეტი მოსმენა, უფრო მეტი რეზოლუცია, ასევე, მაღალი დონის დელეგაციები საქართველოში განსაკუთრებით მაშინ, როდესაც 2024-ში გველის გეოპოლიტიკური არჩევნები, როდესაც საქართველოს მოსახლეობამ უნდა აირჩიოს ერთის მხრივ რუსეთი და ივანიშვილის რეჟიმი და მეორეს მხრივ დემოკრატიული ოპოზიცია და დასავლეთი. რა თქმა უნდა, გაიმარჯვებს დასავლური არჩევანი, შესაბამისად გაიმარჯვებს დემოკრატიული ოპოზიცია და რა თქმა უნდა, აშშ-ს კვლავ ეყოლება ძალიან მყარი დასაყრდენი ჩვენს რეგიონში საქართველოს დემოკრატიული,
პროდასავლური ხელისუფლების სახით.

ასევე, ვისაუბრეთ პრეზიდენტ სააკაშვილის პოლიტიკურ პატიმრობაზე და ყველას ძალიან კარგად ესმის, რომ ის არის ერთ-ერთი მთავარი ანტიპუტინისტი ჩვენს რეგიონში და ეს არის პოლიტიკური პატიმრობა, ამიტომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ პრეზიდენტ სააკაშვილი გათავისუფლდეს
და გათავისუფლდეს რაც შეიძლება მალე იმისთვის, რომ მან შეძლოს გააგრძელოს ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელება.“ – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

banner
წინა სტატიაში“უხამსობის ენა” არაა დირექტივების ნაწილი და არაა მისი რეგულირების საჭიროება – EU-ის წარმომადგენლობა
შემდეგი სტატიასაქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აგრძელებს აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებს კანონდარღვევით მოქმედი ე.წ. „ფსიქოტროპული აფთიაქების“ გამოვლენის მიზნით