“უხამსობის ენა” არაა დირექტივების ნაწილი და არაა მისი რეგულირების საჭიროება – EU-ის წარმომადგენლობა

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში მაუწყებლის შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ “უხამსობის ენა” დირექტივების ნაწილი არაა და შესაბამისად დირექტივების გამოყენებით რეგულირებას არ საჭიროებს. კომენტარს “ფორმულა” ავრცელებს.

წარმომადგენლობა აცხადებს, რომ ევროკომისია გააგრძელებს მონიტორინგს ამ კანონის გამოყენებასთან დაკავშირებით მაუწყებლობასთან მიმართებაში და მზად იქნება მიაწოდოს რეკომენდაციები.

“საქართველოს შემთხვევაში განსაკუთრებით ახლა, როცა ის გაფართოების გზაზეა, აუცილებელია მისი შესაბამისობა გარკვეულ დებულებებთან და პრინციპებთან. არასრულწლოვანთა დაცვის რეგულირება და სიძულვილის გაღვივება არის აუდიოვიზუალური მედია სერვისების დირექტივების მთავარი ელემენტები, რომელთა შესაბამისობაში უნდა მოვიდეს საქართველო. გარდა ამისა, კრეატიული ევროპის პროგრამაში მონაწილეობის გასაგრძელებლად საქართველოს სჭირდება შეესაბამებოდეს დირექტივების კონკრეტულ დებულებებს.

ევროკომისიაში კონსულტაციების შედეგად საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული შესწორებები ეხება ამ საკითხს. ჩვენ მოვისმინეთ სამოქალაქო საზოგადოებიდან და მედიიდან მრავალი ავტორიტეტული აქტორის შეშფოთება, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა ქართულ რეგულატორს. ევროკომისია გააგრძელებს მონიტორინგს ამ კანონის გამოყენებასთან დაკავშირებით მაუწყებლობასთან მიმართებაში და მზად იქნება მიაწოდოს რეკომენდაციები. რაც შეეხება “უხამსობის ენას”, ის არაა დირექტივების ნაწილი და არაა მისი რეგულირების საჭიროება დირექტივების გამოყენებით”, – აცხადებს ევროკავშირის წარმომადგენლობა.

banner
წინა სტატიაშიმედია – ვლადიმერ პუტინმა და გრიგორი იავლინსკიმ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის საკითხი განიხილეს
შემდეგი სტატია„ენმ”-ისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ კოალიციის წევრები აშშ-ში სენატორ ჰენდრიკს შეხვდნენ