ენმ-ძალა ერთობაშია აჭარის უმაღლესი საბჭოს მანდატებზეც უარს ამბობს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში მიღებულ მანდატებზეც უარს ამბობს და, სავარაუდოდ, არ აპირებს მიიღოს მონაწილეობა მეორე ტურებში, რომელიც აჭარის სამივე მაჟორიტარულ ოლქში იმართება.

ამის შესახებ ადგილობრივმა ლიდერებმა ისაუბრეს.

“31 ოქტომბრის არჩევნები ხელისუფლებამ გააყალბა. ეს საზოგადოებამ საკუთარი თვალით ნახა და დოკუმენტებითაც დასტურდება. ეს არ იყო არჩევნები, ეს იყო სპეცოპერაცია და ამას უმკაცრესი და ძალიან უარყოფითი შეფასებები მიეცა საერთაშორისო დამკვირვებლებისა და ანგარიშგასაწევი არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, რომლებიც აკვირდებოდნენ არჩევნებს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობა მიიღო ჩვენმა 180 302-მა მოქალაქემ. ამ ტოტალური გაყალბების ფონზე კი 97 615 ხმა მიიღო ოპოზიციამ. თითქმის 15 000 ხმით მეტი, ვიდრე ქართულმა ოცნებამ, სახელისუფლებო პარტიამ კი ყოველგვარი ნორმების დარღვევით ორჯერ მეტი მანდატი მიითვისა, ვიდრე მიიღო ოპოზიციამ”. – განაცხადეს პარტიაში.

ენმ-ძალა ერთობაშიას ადგილობრივმა ლიდერებმა, სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, 3 ნოემბერს, 17:00 საათზე აქცია დააანონსეს.

banner
წინა სტატიაში“სამწუხაროდ, ვაჭარი ქართველების გაყიდულები ვართ დღესაც”
შემდეგი სტატია“დარღვევის მასშტაბი, რაზეც ISFED-ი საუბრობს, არჩევნების შედეგებზე გავლენას ახდენს”