ემზარ კვიციანი მომხრეებს განცხადებით მიმართავს და მათ დღეს პარლამენტთან შეკრებისკენ მოუწოდებს

ემზარ კვიციანი მომხრეებს განცხადებით მიმართავს და მათ დღეს პარლამენტთან შეკრებისკენ მოუწოდებს.

„რამდენჯერ გამივლია მათ შორის არასოდეს მსგავსი თავდასხმა არ გაუბედავთ ამ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურისგან მართულ მოღალატეებს! დღეს მით უმეტეს, რომ ჩვენ მხარი არ დავუჭირეთ მთავრობას თავდასხმის მიზეზი რა შეიძლება ყოფილიყო???

ნახეთ გუშინდელი ჩემი გამოსვლის კადრები და მიხვდებით თუ ვისგან იმართება პროცესები!კიდევ რა ლუსტრაცია სჭირდება იმ მოვლენებს რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება??? ყველაფერი უბედურება მოდის სუსი-დან, რომელშიც უამრავი უცხო ქვეყნის რეზიდენტი (აგენტი) ბუდობს!!!

16:00 საათზე გთავაზობთ პირდაპირ შევიკრიბოთ პარლამენტის წინ და გავწმინდოთ ჩვენი დედაქალაქი ქვეყნის მტრებისგან !!! ვეტერანებო, ვინც ნამდვილად იბრძოდით ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის, ვისაც ზურგში არ გისვრიათ ჩვენთვის, ვინც ვიბრძოდით ტერიტორიული მთლიანობისთვის, ყველას გელოდებით პარლამენტის წინ! ვინც გამყიდველ სუს-ის თანამშრომლებს არ ექვემდებარებით გელოდებით, ვინც არ ხართ იგორა გიორგაძესთან და ბოკერიასთან შეკრული გელოდებით პარლამენტის წინ! დღეს, 8 სექტემბერია და 27 სექტემბრამდე უნდა გავწმინდოთ ქვეყანა მტრებისგან!!! დიდება ღმერთს!!! – წერს ემზარ კვიციანი.

შეგახსენებთ, დღეს პარლამენტთან მოძრაობა „სირცხვილია“-ს წევრები გახარიას პრემიერ-მინისტრის პოსტზე დამტკიცებას აპროტესტებენ. იქ შეკრებილ აქტივისტებს დეპუტატი კვიციანი სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდა. შემთხვევის ადგილიდან კვიციანი პოლიციამ გამოიყვანა. მომხდარზე გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ პარლამენტთან მომხდარ ინციდენტზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო
შემდეგი სტატიაგიორგი გახარიას პრემიერობისას დასრულდება საუბრები „ქართული ოცნების“ პრორუსულობაზე