გიორგი გახარიას პრემიერობისას დასრულდება საუბრები „ქართული ოცნების“ პრორუსულობაზე

იმედი მაქვს, გიორგი გახარიას პრემიერობისას დასრულდება საუბრები „ქართული ოცნების“ პრორუსულობაზე, – განაცხადა პარლამენტის წევრმა, რომან კაკულიამ სხდომაზე, სადაც მთავრობის დამტკიცებაზე მსჯელობენ.

მისივე თქმით, იმედია, საუბარი, რომ რუსეთი ოკუპანტია, არ იქნება ერთადერთი გამოხატულება პროევროპულობის.

​„სამწუხაროდ, ამ ქვეყანაში დამარწმუნეს, რომ არსებობენ ისეთი პოლიტიკოსები, რომლებსაც ხელისუფლების აკრძალული მეთოდებით შეცვლის მცდელობა აქვთ თავში. მინდა, ამ პერიოდში ეს ადამიანები პოლიტიკურად დაასრულოთ და გვერდში დაგიდგეთ ან ამ თემაზე საუბარი დასრულდეს სამუდამოდ, რომ მომავალი არჩევნების დროს საზოგადოებას ეს განსახილველი არ ჰქონდეს.

უნდა შევიდეთ ისეთ პოლიტიკურ პროცესში, როდესაც ხელისუფლების დამხობა-არ დამხობის საკითხი უნდა დავასრულოთ ან უნდა ვთქვათ, რომ ეს არ შეგვიძლია. პირველი ჩემი იმედი თქვენთან მიმართებაში უკავშირდება ამას. მეორე იმედი, რასაც მგონია, რომ თქვენ დაასრულებთ, ეს არის იმედი იმისა, რომ დასრულდება „ქართული ოცნების“ პრორუსულობაზე საუბარი.

ჩვენ ყველანი აქ ჩვენი შვილების მომავლისთვის ვართ, თქვენც შვილები გყავთ. ჩემი შვილებისთვის ევროპის გარდა, ევროპული ორიენტაციის გარდა, მომავალი არ არსებობს.

იმედია, ამ პრიმიტიულ საუბარს, რომ რუსეთი ოკუპანტია, არ იქნება ეს ერთადერთი გამოხატულება პროევროპულობის და პრორუსულობის გამოხატულება – თუ შენ ერთი სიტყვით მაინც დასვამ შეკითხვას არსებულ საფრთხეებზე“, – განაცხადა რომა კაკულიამ.

კაკულიამ აღნიშნა, რომ იმედი აქვს, გიორგი გახარია ფართო დისკუსიის ფორმატებს შექმნის, სადაც მეტი სიცხადე იქნება შეტანილი.

​„ამ სიცხადის შეტანის ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი გახლავთ ის, რომ ჩვენ უნდა ნათლად ვისაუბროთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ს ინტერესებზე საქართველოში.

მოგიწოდებთ, ეს დისკუსია გახსნათ, რადგან ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობთ ჩვენს ინტერესებზე მათთან მიმართებაში. გასაგებია, ძალიან დიდია ეს მხარდაჭერა, მაგრამ ჩვენ აშშ-სთან ურთიერთობაში ჩავდეთ ჩვენი უკანასკნელი ესაა საფრთხე ჩვენი სახელმწიფოებრიობის. ამიტომ, ვფიქრობ, მათგან მეტს ვიმსახურებთ, რომ ეს საკითხი ერთხელ და საბოლოოდ იყოს გარკვეული. გაურკვევლობა ამ საკითხში შემდეგ იწვევს გაურკვევლობას ჩვენს საგარეო პოლიტიკის ორიენტირისადმი. ამ რისკების შეფასებაში ჩვენ ღიად ვერ ვსაუბრობთ. მოგიწოდებთ, ნუ აქვს დადებული ტაბუ იმ თემას, რასაც ჰქვია აშშ-ის ინტერესები საქართველოში.

სტრატეგიული პარტნიორობა არის პარტნიორობა, როდესაც ორივე მხარე ერთმანეთის ადეკვატურ რაღაცას დებს ამ ურთიერთობაში და მე მიმაჩნია, რომ ჩვენ ვდებთ უკანასკნელს ამ ურთიერთობაში და გაცილებით ბევრს ვიმსახურებთ“, – განაცხადა რომან კაკულიამ.

banner
წინა სტატიაშიემზარ კვიციანი მომხრეებს განცხადებით მიმართავს და მათ დღეს პარლამენტთან შეკრებისკენ მოუწოდებს
შემდეგი სტატიამე მაშინ უნდა გადავმდგარიყავი, თუ პარლამენტში შეჭრას დავუშვებდი