ელიზაბეთ რუდი : იმედი გვაქვს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ტურზე არსებული ხარვეზები აღმოიფხვრება

აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი იმედს გამოთქვამს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში არსებული ხარვეზები მეორე ტურში აღმოიფხვრება.

„ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ეთანხმება ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) სადამკვირვებლო მისიის შეფასებას, რომ არჩევნები თავისუფალ და გამჭვირვალე გარემოში ჩატარდა და ამომრჩეველს საშუალება ჰქონდა დაეფიქსირებინათ თავიანთი არჩევანი. თუმცა, ჩვენ ასევე ვეთანხმებით იმ განცხადებაში, რომ საარჩევნო პროცესში იყო გარკვეული ხარვეზები, რომელიც იმედი გვაქვს, რომ შემდეგ ტურზე აღმოიფხვრება და იქნება იმის შესაძლებლობა, რომ ამომრჩეველმა გააკეთოს თავისუფალი არჩევანი თავისუფალ გარემოში”, – განაცხადა ელიზაბეთ რუდმა

banner
წინა სტატიაშისაქართველოს სახალხო დამცველის აპარატი თანასწორობის ორგანოების ევროპული ქსელის სრულუფლებიანი წევრი გახდა
შემდეგი სტატია“ამ არჩევნებმა ისიც აჩვენა, რომ ფულით ყველაფერს ვერ იყიდი”- ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი