ელისო კილაძე: ქვეყანას რუსებს აბარებს!

“ერთი წელი ითხოვა,ყველაფერს გამოვასწორებო:
ოთხი თვის თავზე,კობახიძის ხელით მოიშორა ბესელია,რუსების მუქარისა და არენაზე ვასაძის გამოჩენის მერე ,თამაშში შემოიყვანა ფსბ -ს ფავორიტი ღარიბაშვილი,რომელიც თავის დროზე რუსებთან დამოუკიდებელი თამაშისთვისაც გააგდო.
გახდის პარლამენტის თავმჯდომარედ.
შესაბამისად,ჩუგოშვილიც გადააგდო,ბოლო დასავლურ ნარჩენებს პარტიიდან ჩარეცხავს !
ქვეყანას რუსებს აბარებს!
p.s.არაბული გაზაფხული (ან ვენესუელა )ვიწინასწარმეტყველო თუ ხვდებით რომ ასე იქნება?!”,-წერს “ქრონიკა+”-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე. ჟურნალისტი ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას ასე ეხმიანება:

“გამარჯობა,ირაკლი
გულით მიხარია შენი დაბრუნება-მეორე სუნთქვა გამეხსნა!
სოსოს წასვლის მერე ,ცოტა მოვდუნდი,ცოტა კლასიც დავაგდე.
ვიწყებ მეორე რაუნდს!
ფორმაში ვარ !”-აცხადებს ელისო კილაძე.

banner
წინა სტატიაში„ქართულ ოცნებას” ვუსამძიმრებ, ვანო ზარდიაშვილი რომ მათი სახელით ლაპარაკობს
შემდეგი სტატიაშეცვლის თუ არა ღარიბაშვილი კობახიძეს პარლამენტში – შესაძლო საკადრო გადაადგილებები “ქართულ ოცნებაში”