„ქართულ ოცნებას” ვუსამძიმრებ, ვანო ზარდიაშვილი რომ მათი სახელით ლაპარაკობს

ვანო ზარდიაშვილი არის ერთი „ხელის ბიჭი”, იარაღი იმ ჯგუფის ხელში, რომელიც დღეს წარმოადგენს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და არის შავი საქმეების და დავალებების შემსრულებელი,- ამის შესახებ ჟურნალისტებს დეპუტატმა ეკა ბესელიამ განუცხადა.

როგორც ბესელიამ აღნიშნა, ის ფაქტი, რომ ზარდიაშვილი “ქართულ ოცნების” სახელით ლაპარაკობს, პარტიისთვის მისასამძიმრებელია.

„მე კი ვიცი, რომ თქვენ ამით ერთობით, მაგრამ მე ამ ადამიანს პასუხის ღირსადაც არ ვთვლი, მე მას არ ვთვლიდი იმის ღირსადაც, რომ სალამიც კი გამემეტებინა მისთვის, დიდი ხანია არ ვთვლი იმის ღირსად, რომ რაიმეზე ველაპარაკო. ეს არის ერთი “ხელის ბიჭი”, იარაღი იმ ჯგუფის ხელში, რომელიც დღეს წარმოადგენს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და არის შავი საქმეების და დავალებების შემსრულებელი. მან არც იურისპრუდენცია იცის, არც კანონმდებლობა, არც ის იცის, პარლამენტში რატომ მოხვდა. ეს ადამიანი არის ისეთი უსახური არსება, რომ მის გამონათქვამებზე სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ. მინდა „ქართულ ოცნებას” მივუსამძიმრო, ზარდიაშვილი რომ “ოცნების” სახელით ლაპარაკობს, როგორც დათო მაღრაძემ თქვა, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგიკომედია დღეს”,- განაცხადა ბესელიამ.

„ბესელიას მხრიდან ბატონი ირაკლის გადაყენებაზე საუბარი ისეთივე პოპულისტურია, როგორც იგივე კანონპროექტი, რომლის გამოც მე ვუწოდე, რომ ის ოროსანი იყო“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ვანო ზარდიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. ამით ზარდიაშვილი გამოეხმაურა ეკა ბესელიას განცხადებას, ირაკლი კობახიძის პარლამენტის თავმჯდომარის პოსტიდან გადაყენების თაობაზე.

banner
წინა სტატიაშითინა ბოკუჩავა: ივანიშვილის ცელი თქვენც მოგადგებათ
შემდეგი სტატიაელისო კილაძე: ქვეყანას რუსებს აბარებს!