ელისო კილაძე: მამა გიორგი დედა ეკლესიამ ხელისუფლების თხოვნით მიატოვა

გაზეთ “ქრონიკა პლუსის” დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი, ჟურნალისტი ელისო კილაძე წერს, რომ მამა გიორგის (ე.წ. ციანიდის საქმეზე დაკავებული დეკანოზი გიორგი მამალაძე, – რედ.) გამძლეობაზე ბევრი რამაა დამოკიდებული, რადგან ხელისუფლების თხოვნით ის დედა ეკლესიამ მიატოვა.

“მამა გიორგი დედა ეკლესიამ ხელისუფლების თხოვნით მიატოვა. ახლა გოგაშვილის გადარჩენა მამაოს დანაშაულის მტკიცებაშია და ამისთვის მისი აგენტურა საპატრიაქოში მიქაელ ბოტკოველის ჩათვლით ყველაფერს გააკეთებს.
მე არ მჯერა ბოტკოველის განცხადების რომ სინოდმა ერთხმად უარი თქვა მამა გიორგის მონახულებაზე. მამა გიორგის გამძლეობაზე და სიმტკიცეზე ბევრი რამაა დამოკიდებული.
ახალ ადვოკატზეც,რომელიც ბევრად უფრო გაბედულად იქცევა,ვიდრე წინა ცოლ -ქმარი”, – წერს ელისო კილაძე.
შეგახსენებთ, ე.წ. ციანიდის საქმეზე დაკავებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს, სავარაუდოდ, დღეს დაკითხავენ. დღესვე, მთავარმა პროკურატურამ, შესაძლოა, საქმის კიდევ ერთი ფიგურანტი, პატრიარქის მდივან-რეფერენტი შორენა თეთრუაშვილი დაკითხოს.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურა მოქმედებს ივანიშვილის დავალებით-თინა ბოკუჩავა ე.წ. ციანიდის საქმეზე
შემდეგი სტატიაე.წ. ციანიდის საქმე-შორენა თეთრუაშვილი პროკურატურის კითხვებს სავარაუდოდ, დღეს უპასუხებს