ელისო კილაძე: ეს არის ანგარიშსწორება სტრასბურგის მოსამართლეზე რუსთავი 2-ის გამო !!!

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მაისი 18, 2017 21:28

“სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლის ნონა წოწორიას ძმის სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს-ან იარაღს ჩაუდებენ ,ან ნარკოტიკს.
ეს არის ანგარიშსწორება სტრასბურგის მოსამართლეზე რუსთავი 2-ის გამო !!!
გააზიარეთ -ხვალ შემდეგი იქნებით თქვენ !!!!!!


“ქართული ოცნების მხარდამჭერები, დეპუტატები და აქტივისტები საჯაროდ საუბრობდნენ იმის თაობაზე, რომ რუსთავი 2-ის საქმე სტრასბურგში სწორედ ნონა წოწორიამ ჩააწყო და ის 2 გადაწყვეტილება, რომელიც სტრასბურგის სასამართლომ რუსთავი 2-თან დაკავშირებით მიიღო, არის ნონა წოწორიას ზემოქმედების შედეგი. ეს არის პირდაპირი ანგარიშსწორება მოსამართლეზე და ამ შემთხვევაშიც ჩართულია შსს, ძალოვანი უწყება და მიმდინარეობს სადამსჯელო ოპერაცია ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოსამართლის ოჯახის წევრის წინააღმდეგ” –
აცხადებს  “ქრონიკა+”-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე.

შეგახსენებთ, რომ   ევროსასამართლოს მოსამართლის ნონა წოწორიას ძმის სახლში ამ წუთებში ჩხრეკა მიმდინარეობს. წოწორიას ძმის ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, სამართალდამცველები იარაღს ეძებენ.

ბათუმში, წოწორიების ბინაში კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები უკვე რამდენიმე საათია იმყოფებიან. გავრცელებული ინფორმაციით, მათ სათავსოში ვაზნები აღმოაჩინეს.

ევრომოსამართლის ძმის სახლში ჩხრეკასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში კომენტარს არ აკეთებენ.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მაისი 18, 2017 21:28

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,527
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics