ელისო კილაძე: ეს არ არის გამარჯვების სია

ელისო კილაძეს უვადო პატიმრობამისჯილმა ახალი ინფორმაცია მიაწოდა

ელისო კილაძე: ქუთაისელების „კუდაბზიკობის“ ამბავი არც კვირიკაშვილმა იცის და არც კალაძემ!

eliso-kilaZe

„ქუთასიში ვარ რეგისტრირებული და, შესაბამისად, არჩევნებშიც ხმას იქ ვაძლევ, მაგრამ იმ შემთხვევაშიც კი, მხარს „ქართულ ოცნებას“ რომ ვუჭერდე, არანაირი სურვილი არ მექნება, დასახელებული კანდიდატურებიდან ხმა რომელიმეს მაინც მივცე,“ – ასე აფასებს „თაიმერთან“ ექსკლუზიური საუბრისას მმართველი პარტიის მიერ წარდგენილ მაჟორიტარობის კანდიდატებს იმერეთის რეგიონში გაზეთ „ქრონიკა+“-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე.
მისი თქმით, კობა ნარჩემაშვილი ქუთაისელი კი არა, გეგუთელია. „ქუთაისელების „კუდაბზიკობის“ ამბავი კი არც გიორგი კვირიკაშვილმა იცის და არც კახი კალაძემ. რასაც ვამბობ, მინდა, საზოგადოებამ კარგად გაიგოს, რადგან ამ ქალაქში მთავარი ფასეულობა ქალაქელობა, ასევე, ქალაქისადმი განსაკუთრებული და გამორჩეული სიყვარულია. შეიძლება, კობა ნარჩემაშვილი კარგი ადამიანია, მას შორიახლოდან ვიცნობ და მის ერთგულებასაც პატივს ვცემ, მაგარმ ქუთაისისათვის ის მისაღები კანდიდატურა არაა “ – ამბობს კილაძე.
„ გენადი მარგველაშვილი კარგი მათემატიკოსია და მაჟორიტარობის კანდიდატად, ალბათ, იმ ნიშნით შეარჩიეს, რომ 41-ე საჯარო სკოლის დირექტორია. „საერთოდ, ვინ არიან ეს ადამინები, რომელია პოლიტიკოსი? რომელმა უნდა მიიღოს პოლიტიკური გადაწყვეტილება? საიდან მოვიდნენ? ისინი, ვინც 2012 წელს, როცა სამკვდრო-სასიცოხლო ბრძოლა იყო და მხარს „ქართულ ოცნებას“ უჭერდნენ, ახლა სად არიან? სადაა მანანა მიქაძე, რომელიც პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე იყო? გენდერულ ბალანსზე აღარაფერს ვაბობ. დავიჯერო, ერთი ქალი არ მოიძებნა ქუთაისში კენჭი რომ ეყარა?“ – კითხულობს ჟურნალისტი.
ელისო კილაძის შეფასებით, ის, რასაც „ოცნება“ აკეთებს, სრული აბსუდრია: „სამტრედიაში დააყენეს გია მიქელაძის კანდიდატურა. მგონია, შევარდნაძე აკლია ამ სიტუაციას და ჩვეულებრივი შევარდნაძის სამთავრობო ბლოკი იქნება. დღევანელი მდგომარეობა ძალიან მაგონებს 2003 წელს. მაშინაც სამთავრობო ბლოკი არჩევნების მოსაგებად ემზადებოდა, მაგრამ სამარცხვინოდ წააგო და ყველაფერი რევოლუციით დასრულდა. ამ კანდიდატურებიდან ამომრჩევლის სიმპათიას არავინ იმსახურებს.“
ელისო კილაძე, როგორც მან „თაიმერს“ განუცხადა, არჩევნებზე მივა თუ არა მას მერე გადაწყვეტს, როცა „ოცნება“ ყველა კანდიდატურას დაასახელებს. „ქუთაისი სავსეა პროფესიონალებით, მეცნიერებით, სავსეა ახლაგაზრდებით, რომლებიც გულანეთებულნი არიან ქალაქის სიყვარულით. ამიტომ, სრულიად გაუგებარია, რა პრინციპით შეირჩა კანდიდატურები. ეჭვი მაქვს, აზრი დიტო სამხარაძეს ჰკითხეს, რომელიც წარმოშობით ქუთაისელია და ახლა „ქართული ოცნების“ რეგიონალურ სამსახურს ხელმძღვანელობს. თუ მართლა ასეა, მაშინ საქმე ძალიან ცუდად ყოფილა. „ქართულმა ოცნებამ“ კარგად გაიკითხოს დიტო სამხარაძის რეპუტაცია და ისიც, რატომ ვერ ჩადიან ქალაქში მისი მშობლები. ისიც იკითხოს, მევალეები როგორ დასდევენ ქუჩა-ქუჩა. 2012 წლის არჩევნების დროს, დიტო სამხარაძე საკუთარ ქალაქში ვერ ჩადიოდა „ქართული ოცნების“ მხარდასაჭერად და ადამინებს ვერ ეუბნებოდა, მხარი „ოცნებას“ დაუჭირეთო. ის პლაკატების გამკვრელი იყო და „ქართული ოცნების“ ოფისის წინ ბორდიურზე იჯდა,“ – აცხადებს კილაძე და დასძენს, რომ „ოცნებაში“, მისი აზრით, ყველა საკუთარი თავის გადარჩენაზე ფიქრობს.
„ამას ისიც მაფიქრებინებს, რომ ახალი სახეების წარდგენაზე არ მივიდა ბიძინა ივანიშვილი. თერჯოლასა და ტყიბულში გოცირიძის კანდიდატურა წარადგინეს. უკაცრავად და, ეს ის გოცირიძე ხომ არაა, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ იყო და დათო ბაქრაძის მეუღლეს ხელფასს უხდიდა? ეს არ არის გამარჯვების სია. „ქართული ოცნება“ ამ მაჟორიტარებით იმერეთში არჩევნებს ვერ მოიგებს“, – დარწმუნებულია ელისო კილაძე.

banner
წინა სტატიაშინინო სურგულაძის პირველი კომენტარი
შემდეგი სტატიათურქეთის მთავრობა აშშ-ს გიულენის ექსტრადაციისათვის მოთხოვნას გაუგზავნის