ნინო სურგულაძის პირველი კომენტარი

surguladze1ოპერისა და ბალეტის სამხატვრო ხელმძღვანელად ნინო სურგულაძის დანიშვნის შესახებ გავრცელებულ ინფორმაცია  თავად ნინო სურგულაზე გამოეხმაურა:
“გავიგე მედიაში ვრცელდება ინფორმაცია ჩემს კანდიდატურასთან დაკავშირებით, ამ დრომდე არ მქონდა საშუალება მეპასუხა შეტყობინებებისათვის, რადგან ვიმყოფები საზღვარგარეთ, კონკრეტულად იტალიაში და მაქვს „აიდას“ სპექტაკლები.
ვეხმაურები გავრცელებულ ინფორმაციას, მე ამ თემაზე ვრცელ კომენტარს ვერ გავაკეთებ, რადგან ინფორმაციაში მოყვანილ ფაქტებს ვუარყოფ. მე პირველ რიგში ვარ მომღერალი, ასევე მაქვს ჩემი საქველმოქმედო ფონდი „ნატვრის ხე“ და მიმაჩნია, რომ ეს არის ჩემი მისია, რომელიც უამრავ ვალდებულებებს მაკისრებს საზოგადოებისა და იმ ბავშვების წინაშე ვინც ჩემგან დახმარებას ელოდება.
სასიამოვნიოა, რომ მოვიაზრები ამ თანამდებობაზე, ამ დრომდე მომდის უამრავი შეტყობინება.
მადლობას გიხდით თბილი სიტყვებისთვის. აქვე მინდა ვთქვა, რომ ოპერის თეატრი ჩემი ტკივილია და ჩემი სიამაყე, მსურს თეატრში მიმდინარე პროცესებმა არ შებღალოს თეატრის იმიჯი და სიტუაციის განმუხტვა მოხდეს ცივილურად.
თქვენი ნინო!

banner
წინა სტატიაშისამართლიანობის სრულად აღდგენა თითქმის შეუძლებელია
შემდეგი სტატიაელისო კილაძე: ეს არ არის გამარჯვების სია