თურქეთის მთავრობა აშშ-ს გიულენის ექსტრადაციისათვის მოთხოვნას გაუგზავნის

თურქეთის მთავრობა აშშ-ს გიულენის ექსტრადაციისათვის მოთხოვნას გაუგზავნის

1 (1)უახლოეს მომავალში თურქეთის მთავრობა აშშ-ს ისლამის მქადაგებლის, ფეტჰულახ გიულენის ექსტრადაციის შესახებ მოთხოვნას გაუგზავნის, რომელიც სამხედრო გადატრიალების მცდელობაში მთავარი ეჭვმიტანილია – ამის შესახებ რამდენიმე საათის წინ რეჯეპ ერდორანმა განაცხადა.
მან თქვა, რომ ორ სახელმწიფოს შორის დამნაშავეების გადაცემის შესახებ შეთანხმება არსებობს. “როცა აშშ საკუთარი მოქალაქის გადაცემას ითხოვს, ჩვენ ამ თხოვნას ვასრულებთ. ასეთ საკითხებში ურთიერთგაგება უნდა იყოს” – თქვა თურქეთის ლიდერმა.
“თუკი ჩვენ სტრატეგიული პარტნიორები ვართ, შეასრულეთ ჩვენი თხოვნა. ჩვენ გაძლევდით ტერორისტებს, რომელსაც თქვენ ითხოვდით. ახლა მოგვეცით ის, რომელიც ტერორისტების ჩვენს სიაში გვყავს” – განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა.

დღესვე, თურქეთის პრემიერ-მინისტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სამხედრო გადატრიალების მცდელობისას 208 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 60 პოლიციელი, სამი ჯარისკაცი და 145 სამოქალაქო პირი. 1491 პირი კი დაიჭრა.

banner
წინა სტატიაშიელისო კილაძე: ეს არ არის გამარჯვების სია
შემდეგი სტატიაომარ ნიშნიანიძე – არჩევნებში მე ბევრად მეტი შანსი მექნებოდა, ვიდრე დღეს წარდგენილ კანდიდატებს