ელისო ჩაფიძე “ქართულ ოცნებას” პირობებს უყენებს

მმართველ კოალიციას შესაძლოა, 2 სუბიექტი დაემატოს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ელისო ჩაფიძე კოალიციაში დარჩენასთან დაკავშირებით “ქართულ ოცნებას” საკუთარ პირობებს უყენებს. ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი ე.წ. მთის კანონში ცვლილებების განხორციელებას, ასევე ტყიბულელი მეშახტეებისთვის შეღავათების აღდგენას მოითხოვს.

მათივე განმარტებით, დეპუტატი სწორედ ამის შემდეგ აპირებს მიიღოს გადაწყვეტილება, დარჩება თუ არა გუნდში.

“მე მაქვს საკუთარი პირობები. ჩემთვის მთავარია შედეგის მიღწევა – ერთის მხრივ, იმ შეღავათების შენარჩუნება, რომელიც ჰქონდათ მეშახტეებს და, მეორეს მხრივ, მაღალმთიან რეგიონებთან დაკავშირებულ კანონში ცვლილებების შეტანა. ჩემი თანაგუნდელი იქნება ყველა ის ადამიანი, რომელიც მხარს დამიჭერს ამ გადაწყვეტილების მიღებაში. შევეწინააღმდეგები ყველა იმ ადამიანს, რომელიც არ დამიჭერს მხარს. ნოდარ ხადური, გიორგი ვოლსკი ამ პრობლემასთან დაკავშირებით 14 დეკემბრიდან არიან საქმის კურსში. ასეთი მომენტი არ არის სასიამოვნო, რომ შენი შიდაკომუნიკაცია არ ესმით, ამიტომ გახდა საჭირო გარეკომუნიკაცია”, – აცხადებს ჩაფიძე.

banner
წინა სტატიაშიშვედმა ფოტოგრაფმა მსოფლიოს აჩვენა სად ძინავთ სირიელ ბავშვებს
შემდეგი სტატიაშსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკები ამოიღო