ელისაშვილი მეტროსადგურ “ახმეტელის თეატრის” ამოსასვლელის ამოქმედების ხარჯების ბიუჯეტში ასახვას ითხოვს

ალეკო ელისაშვილი პოლიტპატიმრებს მიმართავს

ალეკო ელისაშვილი მერიას მოუწოდებს, მეტროსადგურ ახმეტელის თეატრის ამოსასვლელის ამოქმედების ხარჯები 2017 წლის ბიუჯეტში ასახოს. განცხადებით საკრებულოს წევრებმა დავით ნარმანიას უკვე მიმართეს.

ამოსასვლელი 23 წელია დაკონსერვებულია და მისი აღდგენისთვის 15 მილიონი ლარია საჭირო. ალეკო ელისაშვილის განცხადებით, მშენებლობის დასრულების შემდეგ, სადგურ ახმეტელის თეატრის მიმდებარე სატრანსპორტო კვანძი მნიშვნელოვნად განიტვირთება.

„ურბანული იდეების ლაბორატორიული შემოთავაზებაა, რომ ამ წლის ბიუჯეტში ჩაიდოს დაახლოებით 10-15 მილიონი ლარი ან ეტაპობრივად წლებზე გადანაწილდეს და ამოქმედდეს ეს სადგური. ალბათ, ვინც სარგებლობს მეტროპოლიტენით დ ამოსულა ახმეტელის სადგურში ხვდება, რა კოშმარი ტრიალებს იქ,“ – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისოფელ ზვარეში მომხდარი ინციდენტისას რამდენიმე ჩინელიც დაშავდა
შემდეგი სტატიალარი კიდევ 2 თეთრით გაუფასურდა