პარტია “მოქალაქეების” თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელიას გადაწყვეტილებას ეხმაურება:
“ნაციონალური მოძრაობა” იყო და რჩება მავნებელ პოლიტიკურ ძალად, რომელსც საერთოდ არ ადარდებს ქვეყანა და ხალხი. ეს გაჯიუტებაც არის ამის დასტური. ამ ხალხს სწყურია მხოლოდ ძალაუფლებაში დაბრუნება და რევანში. მეტი არაფერი არ უნდათ ამ ხალხს. არც ამ ქვეყნის დარდი ადარდებთ და არც ხალხის პრობლემები. მთელი მსოფლიო ჩარეულია, შეგვარიგეს შეგვათანხმეს, იმის მაგივრად, რომ პარლამენტში შევიდეთ ყველა და ხალხზე ვიფიქროთ, მიდის უაზრო გაჯიუტება”, – ამბობს ელისაშვილი.