ელენე ხოშტარიას ფრაქციაში თენგიზ გუნავა და ირაკლი აბესაძე გაწევრიანდებიან

საპარლამენტო უმცირესობის წევრ ელენე ხოშტარიას ინფორმაციით, მის ფრაქციაში თენგიზ გუნავა და ირაკლი აბესაძე გაწევრიანდებიან.

როგორც ხოშტარიამ აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობიდან“ წასული პირები ახალ პოლიტიკურ რეალობაში არიან, თუმცა ტექნიკურად ყველაფერი დალაგდება.

„ახლა არის ეტაპი, როცა პარლამენტში ძალიან სწრაფად უნდა დავორგანიზდეთ, რათა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ეფექტური ამოცანა დავსახოთ“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა – საქართველოსთვის“, რომელსაც ელენე ხოშტარია ხელმძღვანელობს, სავარაუდოდ, „ევროპული საქართველო“ დაერქმევა. ფრაქციის შემადგენლობაში რომან გოცირიძე, ოთარ კახიძე, სერგი კაპანაძე, სალომე სამადაშვილი, ელენე ხოშტარია და გიორგი ტუღუში შედიან.

იქიდან გამომდინარე, რომ რომან გოცირიძე და სალომე სამადაშვილი პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ რიგებში დარჩნენ, ელენე ხოშტარიას ფრაქცია დაეშლება, თუ გოცირიძისა და სამადაშვილის ნაცვლად, უმცირესობის რიგებიდან ფრაქციაში სხვა პირები არ შევლენ.

banner
წინა სტატიაშივიზალიბერალიზაციის ამოქმედებამდე მხოლოდ ევროკავშირის საბჭოს მხარდაჭერა რჩება – თამარ ხულორდავა
შემდეგი სტატიახოშტარია: პუტინის ხელში „გაზპრომი“ პოლიტიკური იარაღია და ქვეყნის ინტერესების რღვევა ხდება