ელენე ხოშტარია: საქართველოს მოქალაქემ უნდა მოიგოს მთავრობასთან ხმების გაყალბების საქმე

საქართველოს მოქალაქემ უნდა მოიგოს მთავრობასთან ხმების გაყალბების საქმე, რაც ჩაიწერება ისტორიაში როგორც პრეცედენტი და სამომავლოდ დაიცავს ჩვენს მოქალაქეებს არჩევნების გაყალბებისგან, – ამის შესახებ „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ ბრიფინგზე განაცხადა.

ხოშტარიას თქმით, ხმების გადათვლასთან და გაყალბებასთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლოში სარჩელის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, საჩივარს სტრასბურგის სასამართლოში შეიტანს.

„ეს უნდა იყოს ძალიან მნიშვნელოვანი პრეცედენტი. ჩვენ ამას მივიყვანთ ბოლომდე. უნდა დადგინდეს სტრასბურგის გადაწყვეტილება და საქართველოს მოქალაქემ, პირველ რიგში, უნდა მოიგოს საქართველოს მთავრობასთან ხმების გაყალბების საქმე, რაც ჩაიწერება ისტორიაში როგორც პრეცედენტი და დაიცავს ჩვენს მოქალაქეებს სამომავლოდ არჩევნების გაყალბებისგან“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

banner
წინა სტატიაში26 მაისისა და აღმაშენებლის ქუჩის მონაკვეთებზე ასფალტის საფარი დაიგო
შემდეგი სტატიაუცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 14 ოქტომბრისთვის – დოლარი – 3.1383 ლარ