ელენე ხოშტარია: პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებას მე არ ვემხრობოდი თუმცა ცხადია ვემორჩილები

ელენე ხოშტარია:

პოლიტსაბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ყრილობის წესის შესახებ, რომელსაც მე არ ვემხრობოდი თუმცა ცხადია ვემორჩილები. ასეთია დემოკრატიული პროცესი. სამწუხაროა, რომ ზოგიერთი თანაგუნდელი ლანძღვაზე, შანტაჟზე და შეურაცხყოფაზე გადმოვიდა მხოლოდ იმის გამო, რომ მათგან განსხვავებული პოზიცია მქონდა. ცხადია ამას არ გავიმეორებ. არც პიროვნულად მიმაჩნია სწორი და არც პარტიის ინტერესებიდან გამომდინარე.
რაც შეეხება თავმჯდომარის არჩევას, რაც ყრილობაზე გადაწყდება, ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. თავმჯდომარეები უნდა იცლებოდნენ, გუნდი უნდა მდიდრდებოდეს და ამის ვინმეს დაკნინებად აღქმა და მითუმეტეს, ამის გამო ლანძღვა, სრულიად გაუგებარია ჩემთვის. მე ყველაფერს ვიზამ იმისთვის რომ ჩვენი პარტია გახდეს ევროპული, იცვლებოდნენ თავმჯდომარეები, გადაწყვეტილებები დემოკრატიულად მიიღებოდეს და ვვითარდებოდეთ.

ელენე ხოშტარია

banner
წინა სტატიაშიანგელა მერკელი გიორგი კვირიკაშვილს საქართველოს პრემიერ-მინისტრად ხელახლა არჩევას ულოცავს
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი განცხადებას ავრცელებს