ელენე ხოშტარია : ამ ვითარებაში მნიშვნელოვანი იქნება გენერალური პროკურორის ადგილის გამოგლეჯა ხელისუფლებისგან

„ევროპული საქართველოს“ წევრი ელენე ხოშტარია სამთავრობო ცვლილებებს ეხმაურება. მისი თქმით, მთავარი პრობლემა არის ქართული ოცნების მმართველობის სტილი და ამ ვითარებაში მთავარი პროკურორი საზოგადოებამ უნდა დანიშნოს.

„პრობლემის ღერძი არის „ქართული ოცნების“ მმართველობის სტილი. ამ ვითარებაში ძალიან მნიშვნელოვანი იქნება გენერალური პროკურორის ადგილის გამოგლეჯა ხელისუფლებისგან და საზოგადოების მხრიდან დანიშვნა. ჩვენ წარვადგინეთ შალვა შავგულიძე. კარგი იქნება თუ სხვებიც წარადგენენ კანდიდატებს და „ქართული ოცნების“ გენერალური პროკურორი აღარ გვეყოლება. ეს მოიტანს რეალურ ცვლილებას არსებულ სიტუაციაში, დანარჩენი ყველაფერი მარიონეტული ცვლილებებია“- განაცხადა ხოშტარიამ.

banner
წინა სტატიაშიმთავრობის ახალი შემადგენლობა – გია გაჩეჩილაძის ინფორმაციით, ცვლილებები ეკონომიკურ გუნდს და კულტურის მინისტრს შეეხება
შემდეგი სტატიათამარ ჩუგოშვილი : ევროპარლამენტმა ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო