სამეგრელოში, ბალდის კანიონზე, მიმდინარე „ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის“ მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით, მარტვილში დღეს, საპროტესტო აქცია მიმდნარეობს.
„მდინარე ეკუთვნის ხალხს“, „ოდაბადე არ იყიდება“, „შეჩერდეს მშენებლობა“, – ამ შინაარსის ბანერებით მივიდნენ სოფელ ბალდის მცხოვრებლები აქციაზე, რომელიც მარტვილის მერიის ოფისთან მიმდინარეობს.
ხელისუფლებამ აქციის მონაწილეებს შენობის წინ ამწე კრანი დაახევდრა.