,,ეკონომიკური წარმატება ქალბატონის ჯიბეში აღმოჩენილი ბღუჯა ფულით არ იზომება“ – აბესაძე

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატ ირაკლი აბესაძის განცხდებით, იმ მძიმე ეკონომიკური მდგომარეობიდან, რომელიც მათი მმართველობის პერიოდში შეიქმნა, მთავრობა ცდილობს პოპულისტური გამოსავალი იპოვოს.
“გასული 4 წლის განმავლობაში მუდმივად ხარჯავდით ბიუჯეტს დეფიციტურად, 2 მილიარდზე მეტი საშინაო ვალი აიღეთ მხოლოდ იმიტომ, რომ დაგეფინანსებინათ გაბერილი ბიუროკრატია, 32 000 000 გადაგეყარათ კონცერტებში, რომლითაც ისარგებლეს მიხეილ გიორგაძესთან დაკავშირებულმა კომპანიებმა, და ეს კორუფციული თანხა გამოიმუშვა მიხეილ გიორგაძემ საყდრისის აფეთქებაზე ბრმად ხელის მოწერით.
ასევე, შეგახსენებთ სოფლის მეურნეობის კორუფციულ პროექტებს, რომელთა უსარგებლობაც ფაქტობრივად ქუმსიშვილმაც ბიუჯეტის დამტკიცებისას თავად დაადასტურა.
ეკონომიკური წარმატება არ იზომება ფერადი პრეზენტაციებით, არც ერთი ქალბატონის ჯიბეში აღმოჩენილი ბღუჯა ფულით, არამედ ეკონომიკური განვითარების ტემპით, რომელიც სამჯერ უფრო შემცირებულია ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდთან შედარებით. ეროვნული ვალუტის კურსი 1 ლარზე მეტით გაუფასურდა.
გამოდით ილუზიებიდან, ნუ დაუჯერებთ ფინანსთა მინისტრის პირველ მოადგილეს და დაიჯერეთ, რომ ადამიანებს ცხოვრება უძვირდება. დაიჯერეთ, რომ ჩვენი შემოთავაზებები არის რეალური, უარი თქვით გაზრდილ ადმინისტრაციულ და საბიუჯეტო ხარჯებზე, კორუფციაზე, ფუფუნებაზე და ამით საშუალება მიეცით გაიზარდოს პენსიები და ეკონომიკას თავად განსაზღვროს რა მიმართულებით განვითარდეს.”

banner
წინა სტატიაშიამოკითხვა – უკრაინელები ახალ მაიდანს ელოდებიან
შემდეგი სტატიასააკაშვილმა პორშენკო ალტერნატიულ რეალობაში თურქმენბაშს შეადარა