სააკაშვილმა პორშენკო ალტერნატიულ რეალობაში თურქმენბაშს შეადარა

ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის პრეზიდენტი პეტრე პოროშენკო თურქმენეთის ლიდერს საპარმურატ ნიაზოვს შეადარა, რომელსაც თურქმენბაშის ტიტული აქვს. ამდაგვარად სააკაშვილმა უკრაინის მედიაში არსებულ ცენზურაზე კომენტარი გააკეთა – დღეს უკრაინული მედია ავრცელებს.
სააკაშვილმა დაიჩივლა, რომ მას მედია აღარ იწვევს. “მსგავსი რამ თურქმენეთში ხდებოდა, სადაც თურქმენბაში იყო, რომელმაც ალტერნატიული რეალობა შექმნა. “თუკი ადამიანი ტელევიზორში არ ჩანს, ესე იგი,ის არ არსებობს”. მაგრამ, უკაცრავად და ჩვენ თურქმენბაში გვყავს თუ პოროშენკო? ეს მეიდანისშემდგომი უკრაინაა თუ თურქმენეთი?” – იკითხა სააკაშვილმა და დასძინა, რომ “უკრაინულმა არხემბა ერთ მშვენიერ დღეს მის მიმართ ინტერესი დაკარგეს”.
შეგახსენებთ, რომ სააკაშვილმა ოდესის გუბერნატორის თანამდებობა 7 ნოემბერს დატოვა.

banner
წინა სტატიაში,,ეკონომიკური წარმატება ქალბატონის ჯიბეში აღმოჩენილი ბღუჯა ფულით არ იზომება“ – აბესაძე
შემდეგი სტატიაერდოღანმა თურქეთის ისტორიაში ყველაზე დიდ საფრთხეებზე ისაუბრა