ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე ონლაინ-სესხებზე იმსჯელეს

საქართველოს ეკონომიკაში არსებული პოზიტიური ტენდენციები, ტურიზმის პოზიტიური დინამიკა და მაკროეკონომიკური პარამეტრები ეროვნულ ბანკთან ერთად განიხილეს ეკონომიკური საბჭოს დღევანდელ სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. ამის შესახებ ,,თაიმერს” ადმინისტრაციიდან აცნობეს.
მაკროეკონომიკური პარამეტრების შესახებ სხდომაზე ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტებმა, არჩილ მესტვირიშვილმა და ოთარ ნადარაიამ ისაუბრეს.
აღინიშნა ის პოზიტიური ტენდენციები, რომელიც ბოლო პერიოდში საქართველოს ეკონომიკაში შეინიშნება. განსაკუთრებით გაესვა ხაზი ტურიზმის მზარდ დინამიკას, რაც ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
ეკონომიკურმა საბჭომ დღევანდელ სხდომაზე ასევე იმსჯელა ონლაინ-სესხების და მასთან დაკავშირებული ურთიერთობების სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცევის მექანიზმის შემუშავებაზე. ამ მიზნით, მთავრობა შესაბამის საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობს.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტის თავმჯდომარე უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატებს ხვდება
შემდეგი სტატია,,დავით უსუფაშვილი დაგვეთანხმა, რომ საკითხები, რომელსაც “ეს შენ გეხება” აყენებს, ქვეყნის ინტერესებშია”