პარლამენტის თავმჯდომარე უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატებს ხვდება

უზენაესი სასამართლოს წევრობის 3 კანდიდატი ამ წუთებში პარლამენტის თავმჯდომარეს ხვდება. ეს კანდიდატურები საკანონმდებლო ორგანოს დასამტკიცებლად პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა წარუდგინა, მაგრამ ამ საკითხზე კენჭისყრა ჯერ არ გამართულა.

ბოლო პერიოდში პრეზიდენტის ადმინისტრაციის და კანდიდატების მხრიდანაც გაკეთდა კრიტიკული განცხადებები. რამდენიმე კომენტარში საუბარი იყო შესაძლო პოლიტიკურ ვაჭრობაზე ქართული ოცნების მხრიდან.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები პარლამენტის თავმჯდომარესთან სწორედ კენჭისყრის საკითხებზე სასაუბროდ შეიკრიბნენ.

“3 კანდიდატის საკითხი უკვე თვეზე მეტია არის წარმოდგენილი პარლამენტის წინაშე. ჩვენ გუშინ კიდევ ერთხელ დავსვით ეს თემა , როდესაც განვაცხადეთ, რომ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, თუ როდის, თუკი ამ სესიაზე განიხილება ეს საკითხი, დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ვხვდებით სწორედ ამ თემაზე”, – განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა ანა დოლიძემ.

banner
წინა სტატიაშიEBRD-ის დაფინანსებით თბილისი 60 ავტობუსს აგვისტოში მიიღებს
შემდეგი სტატიაეკონომიკური საბჭოს სხდომაზე ონლაინ-სესხებზე იმსჯელეს