ეკონომიკის სამინისტროსა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ახალი სტრატეგია ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის უნიკალური საინვესტიციო პოტენციალის მეტ ხელმისაწვდომობას ინვესტორებისა და ადგილობრივი ბიზნესისთვის

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ 2020-2021 წლებში ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პრეზენტაციას დაესწრო.

მთავრობის ახალი საინვესტიციო სტრატეგია პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან საუბრისას შეაფასა. მისი თქმით, ინვესტორებთან ურთიერთობის ახალი პლატფორმით, ჩვენი ქვეყნის უნიკალური საინვესტიციო პოტენციალი ინვესტორებისა და ბიზნესისთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომი ხდება. არჩილ თალაკვაძემ განაცხადა ისიც, რომ პარლამენტი მუშაობს კანონმდებლობის გამარტივებაზე, რათა ბიზნესის წარმოებას ხელი მეტად შეეწყოს.

„ახალი საინვესტიციო სტრატეგია, რომელიც ემსახურება ინვესტიციების მოზიდვას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, ხელს შეუწყობს, რომ ჩვენი ქვეყნის უნიკალური საინვესტიციო პოტენციალი უფრო მეტად იყოს მიტანილი პოტენციურ ინვესტორებთან და ასევე, უფრო ხელმისაწვდომი იყოს ჩვენი ადგილობრივი ბიზნესისთვის, ვინაიდან ინვესტიციების მნიშვნელოვანი წილი მათზეც მოდის. საქართველოს პარლამენტი მუშაობს მთავრობასთან ერთად იმისთვის, რომ კანონმდებლობა გახდეს კიდევ უფრო მარტივი და საკანონმდებლო რეგულაციებმა კიდევ უფრო მეტად შეუწყოს ხელი ინვესტიციებს და ბიზნესის წარმოებას. ჩვენ გვაქვს კარგი საერთაშორისო რეიტინგები და ის გზა, რომლითაც ქვეყანა მოძრაობს, სწორია. ეკონომიკას სჭირდება უსაფრთხოება, სტაბილურობა და ინსტიტუტების ეფექტური მუშაობა. მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესმა და სახელმწიფომ ეს საქმე ერთად აკეთოს“,- განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარემ.

ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ გახსნა, ხოლო სააგენტოს ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა დამსწრე საზოგადოებას სააგენტოს დირექტორმა, მიხეილ ხიდურელმა გააცნო.

ღონისძიებას საერთაშორისო დიპლომატიური კორპუსისა და დონორი ორგანიზაციების, ასევე, ქართული საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.

banner
წინა სტატიაშიხოშტარია: ივანიშვილი პუტინის გზას დაადგა, ჰგონია, რომ რეპრესიებით პროტესტს შეაჩერებს
შემდეგი სტატიაგიორგი კანდელაკი : „ქართულ ოცნებაში“ ჰგონიათ, რომ რეპრესიებით ვინმეს შეაშინებენ