გიორგი კანდელაკი : „ქართულ ოცნებაში“ ჰგონიათ, რომ რეპრესიებით ვინმეს შეაშინებენ

„ქართულ ოცნებაში“ ჰგონიათ, რომ რეპრესიებით ვინმეს შეაშინებენ, შეასუსტებენ საპროტესტო მუხტს, მაგრამ შედეგი იქნება პირიქით, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, დეპუტატმა გიორგი კანდელაკმა დეპუტატ გიგა ბოკერიას საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე დაბარების საკითხზე საუბრისას განაცხადა.

როგორც გიორგი კანდელაკმა აღნიშნა, საპროტესტო ტალღა კიდევ უფრო გაიზრდება.

„ქართულ ოცნებაში“ ჰგონიათ, რომ ამ რეპრესიებით ვინმეს შეაშინებენ, შეასუსტებენ საპროტესტო მუხტს და ხალხის უკმაყოფილებას, მაგრამ შედეგი იქნება პირიქით. უკმაყოფილება და საპროტესტო ტალღა გაიზრდება, ზიანი, რომელსაც „ქართული ოცნება“ მიიღებს, მხოლოდ გაიზრდება.

ახლა, როცა ივანიშვილი და მისი რეჟიმი არიან მიმწყვდეული და არიან ხაფანგში, ახლა ცდილობენ, რომ რაღაც ძალის დემონსტრირება მოახდინონ, მაგრამ ასეთი სასოწარკვეთილი ნაბიჯებით, რა თქმა უნდა, ისინი გიგას ვერ შეაშინებენ. ასეთი ნაბიჯები არის, პირიქით, სისუსტის გამოხატულება, არის დადასტურება, რომ არიან ხაფანგში, მათი სრული გაკოტრება და პოლიტიკური დასასრული ამით მხოლოდ დაჩქარდება“, – განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

banner
წინა სტატიაშიეკონომიკის სამინისტროსა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ახალი სტრატეგია ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის უნიკალური საინვესტიციო პოტენციალის მეტ ხელმისაწვდომობას ინვესტორებისა და ადგილობრივი ბიზნესისთვის
შემდეგი სტატიააფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის დელეგაციამ პეკინში “აბრეშუმის გზის საერთაშორისო თანამშრომლობის ფორუმში“ მიიღო მონაწილეობა