“ეხვეწება პოლიციას გამოიძახონ სასწრაფო დახმარება.. პოლიცია კი დაცინის და ირონიულად ელაპარაკებიან გარდაცვლილს “

ნუცუბიძის ფერდობზე მომხდარი შემთხვევის შესახებ, რა დროსაც 33 წლის ახლგაზრდა დაკავების დროს დაიღუპა, სამოქალაქო აქტივისტი გოგიტა დალაქიშვილი წერს, რომ მისი ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით არსებობს ჩანაწერები, რომელიც მძიმე საყურებელია:

“მე და ჩემს მეგობრებს Misha Kachkachishvili Nika Memanishvili მოგვაწოდეს უტყუარი ინფორმაცია თითონ ძალოვნი უწყებიდან რომ,რეალურად არსებობს ჩანაწერები,და ეს ჩანაწერები არის მძიმე საყურებელი,სადაც გარდაცვლილი ნათლად ჩანს როგორ ეხვეწება პოლიციას გამოიძახონ სასწრაფო დახმარება.. პოლიცია კი დაცინის და ირონიულად ელაპარაკებიან გარდაცვლილს
ამას არ გვაჩვენებდნენ თავიდანვე ცხადი იყო ეს.
ბრძოლა გრძელდება სანამ მღებრიშვილი სახში არ წავა!” წერს დალაქიშვილი

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში იმყოფება
შემდეგი სტატიაქუცნაშვილი მეჭიაურს იმპიჩმენტს უმზადებს?