ეკატერინე ტიკარაძე : თეკლა თორდიას საქმეს რეგულირების სააგენტო სწავლობს

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ 19 წლის თეკლა თორდიას საქმეს რეგულირების სააგენტო სწავლობს.

როგორც ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, მისი დავალებით რეგულირების სააგენტოს მხრიდან შეიქმნა ჯგუფი, რომელმაც მოიძია დოკუმენტაცია და მიმდინარეობს შესწავლა.

„დღეს დავიწყებ სამძიმრით, მივუსამძიმრებ თეკლას ოჯახს, პირველ რიგში, მთელს საქართველოს, ნამდვილად ძალიან ტრაგიკული ფაქტი მოხდა, ამას ვერ დავტოვებდით ჯანდაცვის სამინისტროში ყურადღების გარეშე. გუშინ ჩემი მყისიერად დავალებით, რეგულირების სააგენტოს მხრიდან შეიქმნა ჯგუფი, რომელმაც მოიძია დოკუმენტაცია და მიმდინარეობს დოკუმენტაციის შესწავლა. როგორც კი გარკვეული დასკვნები იქნება გაკეთებული ისინი გააკეთებენ განცხადებას, თუ რა ხარვეზების გამო მოხდა მსგავსი ლეტალური შედეგის დადგომა. ჩემი ხელმძღვანელობით, ჩემი უშუალო ხელმძღვანელობით ნამდვილად გაეცემა პასუხი ყველა იმ კითხვას, რომელსაც საზოგადოება ელოდება და ეს კითხვები პირველ რიგში პასუხგაცემული მესაჭიროება მე, რათა აღარ განმეორდეს მსგავსი შემთხვევები“, – განაცხადა ტიკარაძემ.

banner
წინა სტატიაშითბილისის მერი დარგის სპეციალისტებს მეტროსადგურ „ვარკეთილის“ დიზაინის შექმნაში დახმარებას სთხოვს
შემდეგი სტატიაეკატერინე ტიკარაძე : ბავშვთა ცხელი ხაზი 111, რომელიც ჯერ კიდევ გაზაფხულზე დაარსდა, მოემსახურება შშმ ბავშვების ყველა საჭიროებას კოვიდის მიმართულებით