ეკატერინე ტიკარაძე-კარანტინიდან ადამიანების გაშვების რამდენიმე შემთხვევა იყო, თუმცა ეს ყველაფერი უსაფრთხოდ იმართებოდა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ კარანტინიდან ადამიანების გაშვების რამდენიმე შემთხვევა იყო, თუმცა ეს ყველაფერი უსაფრთხოდ იმართებოდა.

ეკატერინე ტიკარაძემ კომენტარი გააკეთა ზუგდიდში კარანტინიდან ერთ-ერთი პირის გაყვანის საკითხზე.

როგორც ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, ყველა საჭირო დაცვის საშუალებებით გადის ადამიანი კარანტინიდან, მაგრამ მასზე მიმდინარეობს დაკვირვება.

„ეს ადამიანი არის ჭირისუფალი, ჩვენ გვქონია არაერთი მსგავსი შემთხვევა ამ ხუთი თვის მანძილზე, როდესაც ჩვენ ვითვალისწინებთ ადამიანების მდგომარეობა. ყველა საჭირო დაცვის საშუალებებით გავყვას ადამიანი ჭირისუფლად, მაგრამ ვაწარმოებთ დაკვირვებას. ეს არ არის პირველი შემთხვევა, იყო სხვა შემთხვევებიც, რომელიც უსაფრთხოდ იმართებოდა. ამ შემთხვევაში მიმდინარეობს ჩაღრმავებული კვლევა, რის შემდეგაც შესაძლოა, ანამნეზმა აჩვენოს, რომ მას გადატანილი აქვს კოვიდინფექცია“, – განაცხადა ტიკარაძემ.

banner
წინა სტატიაში“შემოდგომაზე, როცა კოვიდინფექცია სხვა ვირუსულ ინფექციას დაერთვება, შესაძლოა, კოვიდინფექციის მართვა გაცილებით რთული იყოს”
შემდეგი სტატია“საზოგადოების დაცინვაა, როდესაც გიორგი რურუას პოლიტიკურ ლიდერად მოიხსენიებენ”