ეკატერინე ტიკარაძე : ჩვენი მიზანია სახელმწიფო ზრუნვის ხარისხის გაუმჯობესება, ყველაფერს გავაკეთებთ, რათა არსებული პრობლემები დავძლიოთ

news
ავტ.: news ივნისი 18, 2020 13:15

ეკატერინე ტიკარაძე : ჩვენი მიზანია სახელმწიფო ზრუნვის ხარისხის გაუმჯობესება, ყველაფერს გავაკეთებთ, რათა არსებული პრობლემები დავძლიოთ

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ერთწლიანი ანგარიშის წარდგენისას სოციალურ პოლიტიკაზეც ისაუბრა.

ტიკარაძის განცხადებით, მისი მინისტრობის პირველ წელს შეიქმნა სტრუქტურული ერთეული, სადაც გაერთიანდა სოციალური ზრუნვის სრული პაკეტი.

„ჩვენ უკვე სხვა მიზნები გვაქვს და ეს მიზნები არის ნამდვილად სახელმწიფო ზრუნვის ხარისხის გაუმჯობესება, რათა ჩვენს ყველა მოქალაქეს, ვისზეც სახელმწიფოს აქვს ზრუნვის პასუხისმგებლობა აღებული, ჰქონდეს ხარისხიანი ზრუნვა და ყველა ის საჭირო კომპონენტი, რაც ადამიანს ესაჭიროება.

ამ კომპონენტში გაერთიანებულები არიან, რა თქმა უნდა, ჩვენი ბავშვები, ხანდაზმულები და შეზღუდული შესაძლებლობის პირები. ჩვენ, რა თქმა უნდა, მათზე ვიზრუნებთ და გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ დავძლიოთ ყველა ის პრობლემა, რომელიც დღემდე იყო იდენტიფიცირებული და არსებობდა“,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

news
ავტ.: news ივნისი 18, 2020 13:15

Google სტატისტიკა


7,349
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics