ეკატერინე ტიკარაძე: 3500 საწოლი გვაქვს მობილიზებული

3500 საწოლი გვაქვს მობილიზებული, რაც გულისხმობს იმას, რომ ქვეყანაში დღეში დაფიქსირებული ასეულობით ინფექციის მიღებას შევძლებთ ერთი თვის განმავლობაში, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

როგორც ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, კლინიკების მზაობა ყოველდღიურად მოწმდება რათა არ იყოს პიკურ პერიოდში გარკვეული რყევები ჰოსპიტალებში და ყველა ექიმი, ექთანი იყოს მობილიზებული, სრულად აღჭურვილი.

„გვაქვს 3500 საწოლი მობილიზებული რაც გულისხმობს იმას, რომ ქვეყანაში დღეში დაფიქსირებული ასეულობით ინფექციის მიღებას ჩვენ შევძლებთ ერთი თვის განმავლობაში შეუფერხებლად, პარალელურად ვახორციელებთ ინტენსიურ ტრენინგს ოჯახის ექიმების. დამატებით შეგვიძლია საკარანტინო სივრცეებში განვათავსოთ ის პაციენტები, რომლებსაც არ ესაჭიროებათ სტაციონარიზაცია და მათი მკურნალობა ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ მოხდება საკარანტინო ზონებში. საერთო ჯამი არის დაახლოებით ათას მოქალაქე, რომლებსაც ერთი თვის განმავლობაში შეუფერხებლად მოვემსახურებით“, – განაცხადა ტიკარაძემ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ჩიქოვანი – მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ვანის მუნიციპალიტეტში შემოღებულ იქნას იგივე რეგულაცია, რაც სხვა დანარჩენ 9 მუნიციპალიტეტში მოქმედებს
შემდეგი სტატიაირაკლი ჩიქოვანი დამატებითი რეგიონების საკარანტინო ზონად შესაძლო გამოცხადებაზე