ირაკლი ჩიქოვანი დამატებითი რეგიონების საკარანტინო ზონად შესაძლო გამოცხადებაზე

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აპრილი 8, 2020 15:07

ირაკლი ჩიქოვანი დამატებითი რეგიონების საკარანტინო ზონად შესაძლო გამოცხადებაზე

ყველა გადაწყვეტილება დაეყრდნობა იმ რეალობას და იმ ვითარებას, რაც იარსებებს კონკრეტულ მუნიციპალიტეტში, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, კითხვაზე, განიხილავს თუ არა საბჭო დამატებითი რეგიონების საკარანტინო ზონად გამოცხადებას.

მისი თქმით, გამკაცრების და შეზღუდვების ზომა და ხარისხი და დაყრდნობილი იქნება იმ მონაცემებზე, რაც მომავალში იქნება.

ყველა გადაწყვეტილება დაეყრდნობა იმ რეალობას და იმ ვითარებას, რაც იარსებებს კონკრეტულ მუნიციპალიტეტში. გამკაცრების და შეზღუდვების ზომა და ხარისხი და დაყრდნობილი იქნება იმ მონაცემებზე, რაც გვექნება. დღეს არსებული მონაცემებით, ორი მუნიციპალიტეტი იმყოფება სრულ კარანტინში, 10 მუნიციპალიტეტი იმყოფება სპეციალური კონტროლის რეჟიმში. მიმდინარეობს პროაქტიული სკრინინგი. ჩვენ ამას გავაგრძელებთ და არსებული ვითარების შესაბამისად მივიღებთ ყველა სხვა დანარჩენ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აპრილი 8, 2020 15:07

Google სტატისტიკა


7,710
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics