ეკა მიშველაძე პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფება

ალექსი პეტრიაშვილის მეუღლე ჟურნალისტი ეკა მიშველძე დაკითხვაზე დაიბარეს. ის რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა პოლიციის განყოფილებაში.

შეგახსენებთ, რომ მიშველაძის მეუღლეს თავისუფალი დემოკრატების ერთ-ერთ ლიდერს ალექსი პეტრიაშვილს ჯერჯერობით დაუდგენელმა პირმა საბურთალოს ძმათა სასაფლაოზე ცეცხლასროლი იარაღით ფეხებში ჭრილობა მიაყენა.

პეტრიაშვილს რესპუბლიკურ საავადმყოფოში ოპერაცია ჩაუტარდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.

banner
წინა სტატიაშიგუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია
შემდეგი სტატიასერგო რატიანი ბათუმში, პარტიის 2 წარმომადგენლის დაკავებას ეხმაურება