ეკა ხერხეულიძე: მიშასთვის დაჭერა არანაირ წინაღობას არ წარმოადგენს

მიშასთვის დაჭერა არანაირ წინაღობას არ წარმოადგენს. ამისთვისაც მზად იყო – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ეკა ხერხეულიძე სოციალურ ქსელში წერს და საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაკავებას ეხმაურება.

მეგობრებო,დამშვიდდით… დაბნეული, ჩამოშლილი რეჟიმი მეოთხე დღეა ეძებს მიხეილ სააკაშვილს და დღეს სრულიად არაადეკვატური განცხადებებით მთელი დღე უარყოფდნენ მიშას საქართველოში ყოფნას. იმდენად ვერ ფლობდნენ ინფორმაციას, რომ საერთოდ ტრუსკავეცში ეძებდნენ და მთლად თბილისში დაიჭირეს …

მიშასთვის დაჭერა არანაირ წინაღობას არ წარმოადგენს. ამისთვისაც მზად იყო. აირჩია ეს რისკიანი გზა და ახლა მისთვის ციხე ბრძოლის გაგრძელების გზაა.

ჯერი ჩვენზეა. ხვალ ვამარცხებთ რეჟიმს და თავისუფლებას მოვუტანთ ქვეყანასაც და მიშასაც. ციხით ისინი შეაშინონ, ვინც აქამდე შეუშინებიათ. ესეც მალე ჩაივლის. ხვალ ყველანი რეფერენდუმზე, – წერს ეკა ხერხეულიძე.

წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი: დღეს არის 1-ლი ოქტომბერი და ბიძინაობა
შემდეგი სტატიაყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება