ეკა გიგაური ნიკა მელიაზე: კანონი მოითხოვს გირაოს გადახდას

ვინაიდან ნიკა მელიას შეწყვეტილი არ აქვს სადეპუტატო მანდატი, ჯერჯერობით საუბარია დეპუტატზე, რომელიც არ შეიძლება, მთავარმა პროკურატურამ შესაბამისი პროცედურების გავლის გარეშე დაიბაროს, – ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა განაცხადა.

რაც შეეხება გირაოს, გიგაურის თქმით, კანონი მის გადახდას მოითხოვს.

„იმის გამო, რომ ნიკა მელიას შეწყვეტილი არ აქვს სადეპუტატო მანდატი, ჯერჯერობით საუბარია დეპუტატზე, რომელიც არ შეიძლება, მთავარმა პროკურატურამ ისე დაიბაროს, რომ შესაბამისი პროცედურები არ გაიაროს. რაც შეეხება გირაოს, დიახ, კანონი მოითხოვს გირაოს გადახდას“, – განაცხადა ეკა გიგაურმა.

პროკურატურამ ნიკა მელიას გირაოს პირობების შესასრულებლად დამატებითი ერთკვირიანი ვადა 5 თებერვალს მისცა.

banner
წინა სტატიაშიანრი ოხანაშვილი: იურიდიულ საკითხთა კომიტეტი მზად არის არასამთავრობო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობა გააგრძელოს
შემდეგი სტატიაგიგაური: რაც უფრო დაბალია საარჩევნო ბაერიერი, პოლიტიკურ პარტიებს მეტი საშუალება აქვთ, რომ კონკრეტულ სათათბირო ორგანოში შეაღწიონ, რაც კარგია