ეკა გიგაური ხელუსუფლებას: კარგად დაფიქრდით, ივანიშვილი სად გიშვებთ და რას გაკეთებინებთ

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ხელმძღვანელი, ეკა გიგაური ხელისუფლებას ცუდ მომავალს უწინასწარმეტყველებს.

“მე მგონია საქართველოს მთავრობის მაღალჩინოსნები ბოლობოლო ისეთ რეაქციას მიიღებენ დასავლეთიდან, ეს ამდენი ნაშრომი და ბიუჯეტიდან მოპარული ფული, ოჯახური კლანებით დაგროვებული ქონება, დასავლეთში სასწავლებლად გაგზავნილი შვილები ყველაფერი წყალში ჩაეყრებად. ნუ რომ გაიჭირვო კაი დროს რუსეთშიც გაატარებ მაგრამ ამ პარიზის ფეშენ ვიკის და უახლესი კოლექციების შეძენას რას უშვები, “ სპეკულიანტებთან” ( ეს სიტყვა დასაბრუნებელი იქნება ჩვენს ყოველდღიურ საუბარში ისე მიდის საქმე) იყიდი ალბათ ხო? კარგად დაფიქრდით ივანიშვილი სად გიშვებთ და რას გაკეთებინებთ. ამ ყველაფერს კარგი პირი არ უჩანს თქვენთვის”,-წერს გიგაური.

banner
წინა სტატიაშიანჯეი დუდა: ევროკავშირის კარი საქართველოსთვის ღია უნდა იყოს
შემდეგი სტატია,,ვაგნერი” რუს გენერალს გაუპატიურებით ემუქრება