ეკა ბესელია: „შესაძლოა, განვიხილოთ ვერსია, რომ დამოუკიდებელ კანდიდატს, ან არა ჩვენს პარტიულ კანდიდატს დავუჭიროთ მხარი“

„რაც შეეხება ჩვენს საპრეზიდენტო კანდიდატს, ჩვენი შიდა სამუშაო რეჟიმი გრძელდება, თუმცა, კონტურები ცალკეულ, მათ შორის, პარტიის ლიდერის მხრიდანაც გამოიხატა უკვე, რა იქნება განმსაზღვრელი გადაწყვეტილების მიღების დროს. მე პირადად მიმაჩნია, რომ საინტერესო და დემოკრატიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე და კარგი იდეაა, რომ მმართველმა პარტიამ არა მხოლოდ საკუთარ ლიდერებში და საკუთარი გუნდის შიგნით ეძებოს კანდიდატები, არამედ, შესაძლოა, განვიხილოთ ვერსია, რომ დამოუკიდებელ კანდიდატს, ან არა ჩვენს პარტიულ კანდიდატს დავუჭიროთ მხარი“,-განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისივე თქმით, მას შემდეგ რაც დასახელდება ყველა კანდიდატი, ვინც აპირებს მონაწილეობას საპრეზიდენტო მარათონში, მმართველი გუნდიც ამის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას. „მომწონს იდეა, რომ იყოს ქალი და იყოს დამოუკიდებელი. ეს იდეები, მე პირადად, ძალიან მომწონს“,-აღნიშნა ეკა ბესელიამ.

banner
წინა სტატიაშიცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ძაღლების მიერ დაკბენა-დაკაწვრის შემთხვევებზე მოსახლეობას რეკომენდაციებს აძლევს
შემდეგი სტატიაშალვა ნათელაშვილი ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს საქმიანობის გამოსაძიებლად საფრანგეთის ხელისუფლებას მიმართავს