ეკა ბესელია პარლამენტში როგორც დამოუკიდებელი დეპუტატი რჩება

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა ყოფილი თავმჯდომარე ეკა ბესელია პარლამენტში როგორც დამოუკიდებელი დეპუტატი რჩება.

ამის შესახებ ბესელიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, საპარლამენტო უმრავლესობის პარალელურად ის პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს” რიგებსაც ტოვებს.

“პარლამენტში როგორც დამოუკიდებელი დეპუტატი ვრჩები. დაველოდები იმ გადაწყვეტილებებს, რასაც მიიღებენ კოლეგები უახლოეს დღეებში. ამის შემდეგ გავაგრძელებთ კონსულტაციებს იმ იდეალებისთვის რისთვისაც ვიბრძვით. ამის შემდეგ გავალთ ხალხთან და დავიწყებთ პროცესს. ამაზე დეტალურად დღეს არ ვისაუბრებთ. გავაკეთებთ ყველაფერს და გამოვიყენებთ ყველა პოლიტიკურ ინსტრუმენტს მიზნის მისაღწევად, რომ ამ ბრძოლას ჰქონდეს ორგანიზებული, ერთიანი სახე. გვაქვს მანდატი, რომ ვისაუბროთ ხალხის სახელით. შევხდებით ხალხის ყველა ფენას, ხალხთან დათათბირებით ჩვენ გეტყვით როგორი იქნება ჩვენი კონკრეტული გეგმა”,- განაცხადა ბესელიამ.

banner
წინა სტატიაში“ამ არჩევანის მიხედვით ფასდება ადამიანის ნაბიჯები” – ბესელია ივანიშვილზე
შემდეგი სტატიათიბისის მობაილბანკს ინოვაციური ფუნქცია – ხმოვანი ასისტენტი – დაემატა