ეკა ბესელია : “ნინო გოგუაძე საკუთარ თანაპარტიელებს აღარ ინდობს, სხვას როგორ დაინდობს”

“ქართული ოცნების“ წევრი ეკა ბესელია „თავისუფალი დემოკრატებიდან“ წასულ პირებთან რაიმე გარიგებას უარყოფს და ნინო გოგუაძეს აბაშიძე-ცაგარეიშვილის მისამართით გამოთქმული კრიტიკის გამო დაუნდობელს უწოდებს. აღნიშნული განცხადება ბესელიამ გაზეთ „პრაიმტაიმთან’ ინტერვიუში გააკეთა:
„არანაირი გარიგება არ ყოფილა. შეთქმულების თეორიის ძებნა ფუჭი დროის ხარჯვაა, ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც არ ისურვეს, მთლიანად გაემიჯნონ იმ გუნდს, ვისთან ერთადაც მოვიდნენ ხელისუფლებაში. მიმაჩნია, რომ ეს არის აბსოლუტურად სწორი. რა გასაკვირია, რომ მათ საკუთარ ამომრჩეველს მეორე ტურში „ქართული ოცნების“ მხარდაჭერისკენ მოუწოდეს, მე უფრო ნინო გოგუაძის შეფასებები მაკვირვებს. საკუთარ თანაპარტიელებს აღარ ინდობს, სხვას როგორ დაინდობს. მე ასეთი დაუნდობელი დამოკიდებულება იმ ადამიანის მხრიდან, ვისაც პრეტენზია აქვს ჰუმანიზმზე, ძალიან მიკვირს. სხვა თუ არაფერი , გუშინ ერთ გუნდში იყვნენ და დღეს ასე ლანძღავდნენ ყოფილ თანამოაზრეებს… ასეთი დაუნდობელი დამოკიდებულება ქართულ პოლიტიკაში ძნელად წარმომიდგენია. ეს არის განსხვავებული აზრის მიუღებლობა.“- განაცხადა ეკა ბესელიამ.

შეგახსნებთ, “თავისუფალი დემოკრატებიდან” წასულმა რამდენიმე წევრმა არჩევნების მეორე ტურში მხარდამჭერებს “ქართული ოცნების’ კანდიდატების მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

„თავისუფალი დემოკრატების“ წევრები ყოფილი თანაგუნდელების განცხადებებს გამოეხმაურნენ და მათ პოზიციას გაემიჯნენ. ნინო გოგუაძეს განცხადებით, სამწუხაროდ მისი ყოფილი თანაგუნდელები საბჭოთა მენტალიტეტიდან ვერ გამოვიდნენ და ოპოზიციაში ყოფნა ანტისახელმწიფოებრივი ქმედება ჰგონიათ

banner
წინა სტატიაშიპირველად საქართველოში, „ვეფხისტყაოსანი“ გრაფიკული რომანის სახით გამოიცა
შემდეგი სტატიააჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობას სავარაუდოდ ნუგზარ სურმანიძე დაიკავებს