“ეჭვის საფუძველი ნამდვილად არის” – სესიაშვილი სუს-ის მიერ გავრცელებულ მაჩალიკაშვილის ჩანაწერზე საუბრობს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი სესიაშვილი, სუს-ის მიერ გავრცელებული მაჩალიკაშვილის სატელეფონო საუბარს ეხმაურება. სესიაშვილის თქმით, ეჭვის საფუძველი არსებობს და საზოგადოებაც და პოლიტიკოსებიც გამოძიების დასრულებას უნდა დაელოდონ.

“იმაზე მეტის თქმა არ შემიძლია, ვიდრე ყველამ ერთად ვიხილეთ. თავისთავად ცხადია გამოძიებას უნდა დაველოდოთ. ჩვენ ასევე მოვისმინეთ სუს-ის ხელმძღვანელის ანგარიში პარლამენტის სესიაზე, სადაც მათ შორის საუბარი იყო ბერი სალოსის ქუჩაზე განხორციელებულ სპეცოპერაციაზე და იმ ჯგუფთან გარკვეულ კავშირებზე, აქაც გარკვეული კითხვები არსებობდა. ეჭვის საფუძველი ნამდვილად არის, დანარჩენზე ჩემი მხრიდან ზედმეტი კომენტარი არასწორი იქნება. გამოძიებას უნდა დაველოდოთ.

“რაც შეეხება თემირლან მაჩალიჩაკაშვილის საქმეს, ის აბსოლუტურად განყენებულია და ამ საქმესთან კავშირში არ არის. შესაბამისად, ამ საქმეს იძიებს პროკურატურა და ველოდებით დასკვნებს. პროკურატურამ გააკეთა განცხადება რომ ეს საქმე ორი თვის ვადაში სავარაუდოდ, დასრულდება”,- განაცხადა სესიაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგაკოტრებული ხელისუფლება წინასაარჩევნოდ კრიტიკული მედიის გაჩუმებას ცდილობს
შემდეგი სტატია“ეს არის არის კერძო დავა და გადაწყდება ისე, როგორც ნებისმიერი კერძო დავა უნდა გადაწყდეს” – კობახიძე რ2-ის წინააღმდეგ მორიგ სარჩელზე