“ეს არის არის კერძო დავა და გადაწყდება ისე, როგორც ნებისმიერი კერძო დავა უნდა გადაწყდეს” – კობახიძე რ2-ის წინააღმდეგ მორიგ სარჩელზე

პარლამენტის თავმჯდომარის მტკიცებით რუსთავი2-ის საქმეზე ახალი სარჩელი პოლიტიკური დავისგან შორსაა და საქართველოში მედია თავისუფალია.

„ტელეკომპანიის წინააღმდეგ არის კერძო დავა, რომელიც წილებს უკავშირდება, როგორც ვიცი. დეტალური ინფორმაცია არც მაქვს. ეს დავა ბუნებრივია გადაწყდება ისე, როგორც ნებისმიერი კერძო დავა უნდა გადაწყდეს. ყაჩაღურად მიითვისა, თავის დროზე, „ნაციონალურმა მოძრაობამ,“ სააკაშვილმა, “რუსთავი2”, ისე როგორც “იმედი,” საზოგადოებრივი მაუწყებელი და ტელევიზიების ძალიან ფართო სპექტრი – ეს იყო ნათქვამი და ბუნებრივია ეს არის რეალობა, რომელსაც ყველამ უნდა გაუსწოროს თვალი. რაც შეეხება მედიის თავისუფლებას, მას არანაირი საფრთხე არ ემუქრება.“-განაცხადა კობახიძემ.

banner
წინა სტატიაში“ეჭვის საფუძველი ნამდვილად არის” – სესიაშვილი სუს-ის მიერ გავრცელებულ მაჩალიკაშვილის ჩანაწერზე საუბრობს
შემდეგი სტატიათუ სახელმწიფო დადასტურებულად იძახის, რომ საქმე გვაქვს ტერორიზმთან, როგორ შეიძლება, ეს ადამიანი თავისუფლად გადაადგილდებოდეს – ხოშტარია მაჩალიკაშვილზე