ebay-ზე ლადო გუდიაშვილის ნახატი იყიდება

ebay-ზე ლადო გუდიაშვილის ნახატი იყიდება. ინტერნეტგაყიდვების ვებგვერდზე ქართველი მხატვრის ნამუშევარი 120 000 დოლარადაა შეფასებული.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ზეთში შესრულებულ ტილოს დაზიანებები არ აღენიშნება.

ebay-ზე გუდიაშვილის ნახატთან ერთად გამყიდველს დართული აქვს სერთიფიკატი, სადაც ტილოს აღწერილობა და შექმნის თარიღია მითითებული. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ნახატის ქვედა მარჯვენა კუთხეში ლადო გუდიაშვილის ხელმოწერაც აქვს.

banner
წინა სტატიაში“საეჭვო გახდა, რომ ანსამბლ „გორდას“ ისრაელში საბავშვო ფესტივალზე ხუთი ბავშვი მიჰყავდა, დანარჩენი 25 წლის ზემოთ ასაკის პირები იყვნენ” – საგარეო საქმეთა სამინისტრო
შემდეგი სტატიაორი არასრუწლოვანი გერის გაუპატიურებისთვის ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა