ე.წ. სამხრეთ ოსეთი რუსეთს მიერთების საკითხთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარებას სთხოვს

ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი დღეს პარლამენტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას დასავლეთის ქვეყნების მიერ რუსეთის მოწოდებას გამოეხმაურნენ, რომ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარება გაიწვიოს. თიბილოვის თქმით, ისინი დასავლეთის დამოკიდებულების გამო შეშფოთებულები არიან.
“ამ პირობებში ჩვენ კიდევ უფრო მძაფრად ვგრძნობთ ჩვენი დიდი ხნის ოცნების შესრულების აუცილებლობას – დიად რუსეთს შევუერთდეთ, რომ ოსი ხალხის პრობლემების საბოლოოდ გადაწყვეტა მოხდეს. ცხადია, რომ მხოლოდ ამ გზით მოვიპოვებთ უსაფრთხოებისა და მშვიდობიანი განვითარების გარანტიას” – განაცხადა თიბილოვმა.

ამ მიზეზით, მიმდინარე წელს თიბილოვის თქმით ისინი რუსეთთან კონსულტაციას გამართავენ რეგიონში რეფერენდუმის ჩატარების შესახებ, რომელიც თიბილოვის თქმით, საკითხის დელიკატურობიდან გამომდინარე, განსაკუთრებული ფორმით უნდა ჩატარდეს, რაც, პირველ რიგში, ადგილობრივ საკონსტიტუციო ცვლილელებს საჭიროებს, რომ მიიღონ მყარი საკონსტიტუციო საფუძველი საკითხის ინიცირების შესახებ – განაცხადა თიბილოვმა.

banner
წინა სტატიაშირა აცნობა ელისო ჩაფიძემ ბიძინა ივანიშვილს
შემდეგი სტატიაელისო ჩაფიძის ღია წერილი