ძვირფასო პრემიერმინისტრო, თქვენი კანონი შეუთავსებელია ევროპულ ღირებულებებთან – როთი კობახიძეს

ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაელ როთი, “ქართული ოცნების” მიერ რუსული კანონის ხელახლა ინიცირებას X-ზე ეხმაურება. ის პასუხობს პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძის პროპაგანდისტულ განცხადებებსაც, რომელიც მან გერმანიაში ვიზიტისას გააკეთა.

“ძვირფასო პრემიერმინისტრო, ირაკლი კობახიძე, ურთიერთგაგება ნიშნავს სამოქალაქო საზოგადოების პატივისცემას, რაც ლიბერალური საპარლამენტო დემოკრატიის შეუცვლელი ელემენტია. თქვენი “უცხოელი აგენტის კანონი” შეუთავსებელია ევროპულ ღირებულებებთან,” – წერს მიხაელ როთი.

ის “ოცნების” დეპუტატის, ლევან ქარუმიძის პოსტსაც ეხმაურება, სადაც ქარუმიძე თარჯიმანს გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის სიტყვების გაყალბებაში ადანაშაულებს.

“ძვირფასო კოლეგა ლევან ქარუმიძევ, მინდა დაგარწმუნოთ, რომ თქვენი კანონი “უცხოელი აგენტების შესახებ” სამარცხვინოა / შეურაცხმყოფელია ერთგული დემოკრატებისთვის გერმანიასა და მთელ თავისუფალ და დემოკრატიულ ევროპაში,” – წერს როთი.

banner
წინა სტატიაში„ჰამასი“ მიესალმება ისრაელზე ირანის თავდასხმას და აცხადებს, რომ ეს დამსახურებული პასუხია
შემდეგი სტატიარუსეთი ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდებს