“ძველი გვარდია” – ოლეგ იაძე “ოცნებაში” დაბრუნდა

კასპის რაიონის ყოფილი გამგებელი ოლეგ იაძე „ქართულ ოცნებაში“ დაბრუნდა. ის ცოტა ხნის წინ მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისში მივიდა, სადაც პარტიის ლიდერები რეგიონალური შტაბების ხელმძღვანელებსა და მუნიციპალიტეტების მერებს ხვდებიან.

ჟურნალისტების კითხვაზე, რა სტატუსით იმყოფება მმართველი გუნდის ყოფილი წევრი „ქართული ოცნების“ შეხვედრაზე, იაძე ამბობს, რომ ის სპორტის მიმართულებით მუშაობს.

„აქ ვმუშაობ. რა საკითხთან დაკავშირებით უნდა ვიყო. ვმუშაობ სპორტის მიმართულებით“-ამბობს იაძე. ოლეგ იაძემ თანამდებობა 2013 წელს დატოვა.

ბიძინა ივანიშვილმა “ოცნების” ე.წ. ძველ გვარდიას გუშინდელ ვიდეომიმართვაში მიმართა და დახმარება სთხოვა

banner
წინა სტატიაშიზაზა სარალიძის სასამართლო რუსთავში დღეს გაიმართება
შემდეგი სტატიაოთარ ფარცხალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდა