ძლიერმა სეტყვამ გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტები დააზარალა

ძლიერმა სეტყვამ გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტები მნიშვნელოვნად დააზარალა. განსაკუთრებით რთული ვითარებაა გორის მუნიციპალიტეტუს სოფელ ქვემო არცევში მოსავალი ასი პროცენტით განადგურდა.

„დაზღვეული არავის არგვქონდა რა გავაკეთოთ არ ვიცით. მთელი სოფელი ამ დღეშია. მთავრობა თუ არ დაგვეხმარა, არ ვიცი რა გვეშველება”, – აცხადებენ არცეველები.

არცევის გარდა დაზარალდა სოფელი ატენი, ქიწნისი, სკრა და ძევერა. რაც შეეხება ქარელის მუნიციპალიტეტს დაისტეყვა სოფელი ატოცი, ჭვრინისი, დვანი და აბისი. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ადგენენ.

banner
წინა სტატიაშიალეკო ელისაშვილი: პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება არის პირდაპირი მინიშნება ნარმანიას იმპიჩმენტზე
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილი მზად არის, თანაინვესტირების ფონდის პროექტები, კომერციული ინტერესის გარეშე, დაინტერესებულ ინვესტორებს გადასცეს